2026 წლის ფავორიტი, ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც ჯეკპოტს მოიგებს - ასტროლოგების პროგნოზი
1765822267
"ევროკავშირი მილიტარიზაციისა და ნატოსთან შერწყმის კურსს აგრძელებს, მის დიპლომატიურობასა და მშვიდობიან ხასიათზე გაკეთებული განაცხადი კი ფიქციაა", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
„საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის მიერ 21 მარტს გაკეთებული განცხადება, ცხადყოფს იმას, რომ ევროკავშირის პრეტენზია, რომ დარჩეს მშვიდობიანი ან თუნდაც „დიპლომატიური“ ალიანსი, სხვა არაფერია, თუ არა ფიქცია“,- განაცხადა ზახაროვამ.