მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
ამჯერად, გერმანიის უარი რუსეთს - მიმდინარე წლის ზაფხულში გერმანია რუსეთიდან ნავთობის იმპორტს ამცირებს, წლის ბოლომდე კი, ერთობლივ ევროპულ რუკაზე რუსული გაზის მილები ცარიელი დარჩება...
ამ ინფორმაციას უკრაინული მედია გამოცემა ავრცელებს.
ეს განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„მკაფიოდ და ცალსახად ვამბობ: დიახ, გერმანიაც სრულიად უარს ამბობს რუსული ენერგორესურსების იმპორტზე.
ზაფხულისთვის ჩვენ ნავთობის მიწოდებას გავანახევრებთ და წლის ბოლომდე მივაღწევთ 0-ს, შემდეგ კი ერთობლივი ევროპული საგზაო რუკის ფარგლებში, გაზის აკრძალვა მოჰყვება “, - განაცხადა ბურბოკმა.