4 ორსიტყვიანი ლოცვა, რომელიც ყველა მორწმუნემ ხშირად უნდა იმეოროს
1747342967
თბილისის დროით 11:00 საათზე, სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა დაიწყება.
რუსეთის დელეგაციას ვლადიმერ პუტინის მრჩეველი ვლადიმერ მედინსკი ხელმძღვანელობს, უკრაინის ჯგუფს კი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი. კიევის ინტერესებს 12 წარმომადგენელი დაიცავს.
მედია წერს, რომ შეხვედრას დააკვირდება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ტრამპის მომლაპარაკებელი სტიფ უიტკოფი და გენერალი კით კელოგი.
პუტინის უარის შემდეგ, არც ზელენსკი და არც ტრამპი სტამბოლში ჩასვლას არ გეგმავენ. გუშინ ღამით რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელს ვლადიმერ მედინსკის შეხვდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი.