15 წლის შემდეგ ეყოლა ოჯახს შვილი და დააქციეს... - ავარიის დროს დაღუპულ 3 წლის ბავშვს გლოვობენ
1753560095
დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკსა და 3 ადამიანს მათ შორის გენადი ტიმოშენკოს, სანქციები დაუწესა, - შესაბამისი განცხადება ქვეყნის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. ინფორმარმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„სანქციები დაუწესდება 5 რუსულ ბანკს: როსია, IS ბანკი, გენერალური ბანკი, პრომსვიაზბანკი და შავი ზღვის ბანკი. ასევე, სანქციები შეეხება 3 პირს: გენადი ტიმოშენკოს, ბორის როტენბერგს და იგორ როტენბერგს“,- განაცხადა ბორის ჯონსონმა.
მისივე თქმით, ეს რუსეთისთვის განკუთვნილი სანქციების მხოლოდ პირველი ნაწილია.
სანქცირებულ ადამიანების აეკრძალებათ დიდ ბრიტანეთში ჩასვლა, ასევე, გაიყინება მათი ის აქტივები, რომლებსაც ამ ქვეყანაში ფლობენ. დიდი ბრიტანეთის ყველა მოქალაქეს აეკრძალება მათთან თანამშრომლობა.