„სეტყვა იცვლება და შეიძლება უფრო საშიში და მეტი ზიანის მომტანი გახდეს“ - რა აჩვენა ორმა კვლევამ
1781020574
რუსული ნავთობისა და გაზისთვის გადახდილი თანხა სისხლიანი ფულია,- ამის შესახებ უკრაინის პრემიერმა, დენის შმიგალმა განაცხადა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
შმიგალმა ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, უარი თქვან რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე.
„ეს სისხლიანი ფულია. ამ თანხას ისინი იარაღის შესაძენად იყენებენ, რომლითაც შემდეგ უკრაინელებს ხოცავენ.
რუსეთის ბიუჯეტი – ეს ტერორიზმის ბიუჯეტია. არამხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ“,- აღნიშნავს შმიგალი.
მისივე თქმით, რუსი სამხედროების სისასტიკე – გენოციდია.