1761855398
დემნა გვასალია უკრაინის მხარდამჭერი პლატფორმის ელჩი გახდა
 
                                                                Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია უკრაინის მხარდასაჭერად შექმნილი საქველმოქმედო პლატფორმის UNITED24-ის ელჩი გახდა.
გვასალია უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეოზარის საშუალებით ესაუბრა.
Balenciaga-მ პლატფორმის მხარდასაჭერად სპეციალური მაისური შექმნა.
მაისურების გაყიდვებიდან, რომელსაც უკრაინის დროშა და გერბი ახატია, მიღებული შემოსავლის 100% სრულად გადაირიცხება საქველმოქმედო პლატფორმის ანგარიშზე.
ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
 
                                                     
                                                     
                                                     
                                                     
                                                     
                                                    









