„შენი ლამაზი თვალები როგორ უნდა იყოს დახუჭული...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1778529855
უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქ ხერსონის მახლობლად რუსი ოკუპანტებისგან ოთხი სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN უკრაინის შეიარაღებულ ძალებში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ოპერაცია ღამით რუსული პოზიციების მასიური დაბომბვით დაიწყო. ახლა ჩვენ გავათავისუფლეთ 4 სოფელი. მათი დაცვის პირველი ხაზი სამ ადგილას გავარღვიეთ. ბევრი ოკუპანტი ლიკვიდირებულია და ტყვედ არის აყვანილი. ასევე, განადგურებულია რუსული საბრძოლო ტექნიკა.
ოპერაცია დაიწყო ღამით რუსული პოზიციებისა და ზურგის მასიური დაბომბვით“, - განაცხადა წყარომ.
წყაროს ცნობითვე, გაქცეულია რუსული დესანტი.
გათავისუფლებული სოფლებია: ნოვაია დმიტროვკა, არხანგელსკოე, ტომინა ბალკა და პრავდინო.