“აღარ მყავს ჩემი გიორგი” - ტრაგედია ცნობილი “ტიკ-ტოკერის” ოჯახში
1745902860
ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ესაუბრა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ენტონი ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკა ერთგულია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განაცხადა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავად განსაზღვროს საკუთარი საგარეო პოლიტიკა და ალიანსები.
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა სასწრაფოდ მოითხოვა რუსეთისგან დაუყოვნებლივ დეესკალაცია და უკრაინის საზღვრებიდან ჯარების და სამხედრო ტექნიკის გაყვანა.
„მან აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრას პასუხად სწრაფი და მძიმე შედეგები მოჰყვება და და რუსეთს დიპლომატიური გზის გატარებისკენ მოუწოდა," - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.