„ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე“ - ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს
1792698539
მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის პირველი ჯგუფის ევაკუაცია დაიწყო - ამის შესახებ ინფორმაცია თავად უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა.
ზელენსკის განმარტებით, დანარჩენი ჯგუფების ევაკუაციის საკითხებზე უკრაინული მხარე გაეროს წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს.
„დაიწყო მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია „აზოვსტალიდან“. პირველი ჯგუფი დაახლოებით 100 ადამიანისგან შედგება და კონტროლირებადი ტერიტორიისკენ მიემართება. ხვალ მათ ზაპოროჟიეში დავხვდებით.
მადლობა ჩვენს გუნდს! ამ დროისთვის ისინი გაეროს წარმომადგენლებთან ერთად, ქარხნის ტერიტორიიდან დანარჩენი მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის საკითხზე მუშაობენ,“ - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.