თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს
1788637905
თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯენ ფსაკის განცხადებით, აშშ უკრაინას მეტი სახის დახმარებას ძალიან მოკლე დროში გაუწევს.
"უკრაინელებთან ერთად ვმუშაობთ, რათა ზუსტად განვსაზღვროთ უსაფრთხოების სფეროში, რა სახის დახმარება სჭირდებათ ომის ამ ეტაპზე. ეს მოიცავს არტილერიისა და საბრძოლო მასალების მიწოდების გაზრდას. შეერთებული შტატების პრეზიდენტი უყურებს ყველა კადრს, როგორც მე და ყველა ამერიკელი. ეს ძალიან ემოციურია, რადგან ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც იტანჯებიან დიქტატორის მიერ, რომელიც სასტიკად გაუსწორდა მშვიდობიან მოსახლეობას", - თქვა ჯენ ფსაკიმ.