ნახეთ ცვლილება, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება
1745696182
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 275 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
დახმარების პაკეტი მოიცავს, რაკეტებს მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემისთვის (HIMARS), 155 მმ-იან ჭურვებს, Humvee-ს სამხედრო მანქანებსა და გენერატორებს.
როგორც გამოცემამ აღნიშნა, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა უარი თქვა კომენტარი გაეკეთებინა ახალ პაკეტზე, რადგან მისი დეტალები მხოლოდ აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ შესაბამის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა თავდაცვის ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისთვის 800 მილიონი დოლარის დახმარებას ითვალისწინებს.