პენსია იზრდება - დეტალები ბიუჯეტის პროექტიდან
1790798518
აშშ-ის არმიიდან იმ ჯარისკაცებს დაითხოვენ, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებაზე უარს ამბობენ.
ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
აშშ-ის არმიაში აღნიშნეს, რომ დაუყოვნებლივ დაიწყებენ იმ ჯარისკაცების სამსახურიდან გათავისუფლებას, რომლებიც უარს ამბობენ ვაქცინაციაზე ან ვაქცინაციისგან დამტკიცებული გათავისუფლება არ აქვთ.
„არმიის მზადყოფნა დამოკიდებულია ჯარისკაცებზე, რომლებიც მზად არიან წვრთნებისთვის, განლაგებისთვის, ბრძოლისა და ჩვენი ერის ომების მოგებისთვის. არავაქცინირებული ჯარისკაცები საფრთხეს უქმნიან ჩვენს ძალებსა და მზადყოფნას“, - განაცხადა აშშ-ის არმიის მდივანმა, კრისტინ ვორმუტმა.