ცნობილია ვინაობა საზღვარგარეთ მყოფი ორი "კანონიერი ქურდის", რომელთაც ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ
1778667405
უკრაინას ომი დღიურად დაახლოებით 450 მილიონი დოლარი უჯდება, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ პოლონეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის სტრატეგიული არკის კონფერენციის ფარგლებში გამართული დისკუსიისას განაცხადა.
„წლევანდელი წელი შესაძლოა, გადამწყვეტი იყოს უკრაინისთვის მშვიდობის მიღწევის თვალსაზრისით. ომი დღიურად დაახლოებით 450 მილიონი დოლარი ჯდება. ეს ძალიან დიდი გამოწვევაა ჩვენთვის, რადგან ძალიან დიდ ფასს ვიხდით“, – თქვა სიბიგამ.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სამშვიდობო პროცესში აუცილებელია აშშ-ის ჩართულობა.
„მე არ მჯერა ან ვთლი რომ არარეალურია, ამერიკული მხარის გარეშე მივაღწიოთ ჩვენი სამშვიდობო ძალისხმევის დასრულების რეალურ პროცესს. ეს შეუძლებელია. ჩვენ გვჭირდება მათი მონაწილეობა, მაგრამ ამავე დროს, გვჭირდება მათი გავლენა და ზეწოლა რუსეთზე“, -აღნიშნა სიბიგამ.
სიბიგას ასევე ჰკითხეს, თუ როგორი მშვიდობა იქნებოდა მისაღები უკრაინისთვის,იმისთვის რომ ეს ეს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა იყოს.
„უკრაინა არ მიიღებს არცერთ ფორმულას ან ინიციატივას, რომელიც გულისხმობს დათმობებს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის კუთხით“, – განაცხადა სიბიგამ კითხვის საპასუხოდ.