17 თებერვლამდე უნდა მოასწროთ, ასეთი შანსი ხშირად არ მოდის... - ეზოტერიკოსის რჩევა
1771188104
აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ქალმა ლატარიაში $532,234 მოიგო. მოგებული რიცხვების გაგების შემდეგ, ქალმა აღმოაჩინა, რომ ბილეთი დაკარგული ჰქონდა. ამის შესახებ უცხოური გამოცემა წერს.
მედიის ცნობით, 32 წლის მაია გრეჰემმა ბილეთი მაშინ დაკარგა, როდესაც საცხოვრებელს იცვლიდა.
თავად ქალბატონი ამბობს, რომ ერთი სახლიდან მეორეში გადადიოდა, როდესაც, ბარგის გადატანის დროს, ბილეთის ადგილმდებარეობა დაავიწყდა და მას ვეღარ პოულობდა.
ბევრი ძიების შემდეგ, 2 შვილის დედამ ბილეთი სკოლის ძველი რვეულის ფურცლებში იპოვა.
საბედნიეროდ, ბილეთის წარდგენის ვადა ჯერ დასრულებული არ ყოფილა.