„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
ბოლივიაში, მცირე ზომის სამგზავრო თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა ჭაობში, სადაც ალიგატორები ბინადრობენ. ინფორმაციას daily mail-ი ავრცელებს.
მაშველებმა 5 ადამიანი გადაარჩინეს. ისინი 36 საათის განმავლობაში ჭაობში ჩავარდნილი თვითმფრინავის სახურავზე იმყოფებოდნენ.
თვითმფრინავი ბოლივიის ამაზონის რეგიონში ადგილობრივმა მეთევზეებმა იპოვეს. ის, 48 საათის განმავლობაში, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.
რეგიონის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, მაშველებმა სამი ქალი, ბავშვი და 29 წლის პილოტი გადაარჩინეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.