ზელენსკი: პუტინს ვძულვარ. მეც მის შესახებ იგივე აზრის ვარ

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ის სძულს.

ზელენსკის განცხადებით, პუტინის მიმართ მასაც ანალოგიური გრძნობა აქვს.

„პუტინს ვძულვარ. ვფიქრობ, უცნაური იქნებოდა, რომ ჩვენ სხვა გრძნობა გვქონოდა იმ ხალხის მიმართ, რომლებსაც ჩვენი მოკვლა სურთ. შესაბამისად, მეც ანალოგიური დამოკიდებულება მაქვს ამ კაცის მიმართ“, - განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შემდეგ.

ზელენსკიმ დასძინა, რომ მას და უკრაინელებს ერთი მტერი ჰყავთ - პუტინი.