საყურადღებო ინფორმაცია - ამ მისამართებზე გაზის მიწოდება შეწყდება
1756398960
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართა ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან.
„განვიხილეთ ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევა, რომ შევაჩეროთ მკვლელობები, დავასრულოთ რუსეთის ეს არაპროვოცირებული აგრესია და უზრუნველვყოთ რეალური უსაფრთხოება ჩვენი ხალხისთვის“, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამ მიზნით სხვადასხვა დონეზე მრავალი სამუშაო მიმდინარეობს, მაგრამ სანამ რუსეთი მშვიდობისკენ რეალურ ნაბიჯებს არ გადადგამს, მასზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს.
ზელენსკის თქმით, ფონ დერ ლაიენმა მას რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მე-19 სანქციების პაკეტის მომზადების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.