„12 წლის გოგოს, სამი დღის განმავლობაში, აუპატიურებდნენ...“ - სამივე მოძალადე დაკავებულია (უცხოეთი)
1751282700
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის დამცველებმა ხარკოვის ოლქში 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.
„ჩვენი არმია, დაზვერვა და უსაფრთხოების სამსახური აგრძელებენ აქტიურ ოპერაციებს რამდენიმე ოპერატიულ რაიონში. აგრძელებენ წარმატებით.
ამჟამად [უკრაინის] შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში გაათავისუფლეს და აკონტროლებენ 30-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს.
თანდათან ვიბრუნებთ კონტროლს ახალ დასახლებებზე. ყველგან ვაბრუნებთ უკრაინის დროშას და ჩვენი ხალხის დაცვას.
არ ვივიწყებთ სხვა მიმართულებებს. სასტიკი ბრძოლები გრძელდება დონბასში და ჩვენი ქვეყნის სამხრეთით“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.