ყაზახეთში ნიქაბის ტარება აიკრძალა

დაღესტანში შესაძლოა ნიქაბის ტარება აიკრძალოს

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ თოყაევმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმად ქვეყანაში მუსლიმანური თავშლის, ნიქაბის ტარება იკრძალება. ინფორმაციას ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კანონის თანახმად, გამონაკლის ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როცა ადამიანები სახეს სამსახურებრივი უფლებამოვალეობის შესრულების დროს, სამედიცინო დანიშნულების, ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო, სამოქალაქო თავდაცვის მიზნით და სპორტული ან კულტურული ღონისძიებების დროს ფარავენ.

მანამდე ნიქაბის ტარება აკრძალეს ყაზახეთის მეზობელ ქვეყნებში - უზბეკეთში, ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში.