ყაზახეთი სახის დამფარავი ტანსაცმლის, მათ შორის ნიქაბის ტარებას ზღუდავს

niqabi

ყაზახეთის პრეზიდენტმა, კასიმ-ჯომარტ ტოკაევმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სახის დამფარავი ტანსაცმლის, მათ შორის ნიქაბის ტარებას კრძალავს.

ყაზახი სენატორი, ნაურიზბაი ბაიკადამოვი განმარტავს, რომ ცვლილება სამართალდარღვევათა პრევენციის შესახებ კანონში შეიტანეს, რომელიც კრძალავს საზოგადოებრივ ადგილებში ისეთი ტანსაცმლის ტარებას, რაც პიროვნების ამოცნობას უშლის ხელს.

სენატორის თქმით, გამონაკლისი მხოლოდ სამედიცინო მიზნებით, ამინდის პირობებითა და სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას გათვალისწინებულ შემთხვევებს შეეხება.