ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიტ კელოგი „პეტრიოტის“ თავდაცვის სისტემას შეადარა - „კელოგის ვიზიტისას კიევზე მასირებული იერიშები არ ხორციელდება“

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიტ კელოგი

უკრაინის პრეზიდენტმა კიტ კელოგი „პეტრიოტის“ სისტემას შეადარა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს უკრაინაში ვიზიტისთვის. მან ასევე აღნიშნა, რომ კელოგის ვიზიტისას კიევზე არ ხორციელდება მასირებული იერიშები, რაც არ ხდება სხვა ქვეყნების წარმომადგენლების ვიზიტის დროს.

„ასევე, მსურს, მადლობა გადავუხადო გენერალ კელოგს. ჩვენ აქამდე არ ვიცოდით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს „პეტრიოტზე“ არანაკლები თავდაცვის სისტემა ჰქონდა. ამაზე ნამდვილად საუბრობენ ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ აქ იმყოფებით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ კელოგი კიევს 11 სექტემბერს ეწვია.