ვნების შვიდეული დაიწყო - რა უნდა იცოდეს მორწმუნე ადამიანმა ამ დღეების შესახებ
1775413908
რამზან კადიროვმა, შესაძლოა, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის პოსტი დატოვოს, ამის შესახებ ის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში მიანიშნებს.
კადიროვის თქმით, ის რუსეთის ფედერაციის შემადგენელი სხვა ერთეულების ხელმძღვანელებთან შედარებით თანამდებობას ყველაზე დიდხანს, 15 წელია იკავებს.
კადიროვის თქმით, ჩეჩნეთში არსებობს გამონათქვამი, რომ რაც არ უნდა ნანატრი და პატივსაცემი სტუმარი იყოს, თუ დროზე მიდის, ამით უფრო მოსაწონი ხდება.
კადიროვს კონკრეტული განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა აღნიშნა, რომ ამაზე ფიქრი უკვე დაიწყო და შეეცდება დროზე წავიდეს.