7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
1775503379
თურქული მედია 9 წლის ვეფა შელეთი შესახებ წერს. ბავშვი თურქეთის პროვინცია ქაჰრამანმარაშში 5-სართულიანი შენობის ნანგრევების ქვეშ, წყალში 136 საათი მარტო იმყოფებოდა. ბავშვი ნანგრევების გაწმენდითი სამუშაოების დროს მოხალისეებმა იპოვეს. ის წყალში, სველ ლოგინზე იწვა.
მიწისძვრის დროს, ბავშვის დედა თავის დასთან იყო სტუმრად, სახლში კი ქმარი და 6 შვილი ჰყავდა დატოვებული.
სტიქიის შედეგად მათი სახლიც დაინგრა. მაშველებმა კაცი და 5 ბავშვი 16 საათის შემდეგ ამოიყვანეს ნანგრევებიდან, 9 წლის ვეფას პოვნა კი ვერ მოხერხდა. ოჯახს უკვე იმედი ჰქონდა გადაწურული, რომ მაშველები ბავშვს ცოცხალს აღმოაჩენდნენ.
„ვეძახდი დედას და მამას, მერე კი მეძინებოდა...“, - უთხრა გადარჩენილმა გოგონამ მაშველს.
ბავშვი ნანგრევებიდან ამოყვანის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
1775503379
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
1775502497
რომელი ლოცვა აღარ იკითხება დღეიდან
1775419264