მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
პოლონეთის ქალაქ ვალბჟიხის მახლობლად, ძაღლმა ბოლო 100 წელიწადში ყველაზე დიდი განძი იპოვა.
ძაღლი, სახელად კაიტუსი პატრონთან ერთად სეირნობდა, შემდეგ კი მიწის თხრა დაიწყო, სადაც ძველებური მონეტებით სავსე ქოთანი აღმოჩნდა.
კაიტუსის პატრონმა განძის შესახებ არქეოლოგებს შეატყობინა. როგორც აღმოჩნდა, ძაღლმა მიწაში მე-13 საუკუნის ბრაქტეატები იპოვა.
ჭურჭლისა და მონეტების მდებარეობა იმაზე მეტყველებს, რომ ვიღაცამ თავდაპირველად დამალა ისინი. მონეტების წინასწარი იდენტიფიკაცია ვარაუდობს, რომ ისინი წარმოიშვა ბრანდენბურგში, საქსონიასა და სილეზიაში.

