"ტემპერატურა +34-მდეც აიწევს, თუმცა....“ - მაისის ამინდის პროგნოზი, საქართველოს მასშტაბით
1745843897
ევროკავშირი იძულებულია იყიდოს ნავთობი რუსეთისგან. თუ მასზე უარს ვიტყვით, პუტინი იპოვის მყიდველებს სხვა ბაზარზე და შეძლებს გამოიმუშავოს უფრო მეტი, პროდუქტზე ფასი კი გაიზრდება,- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ტელეკმპანია MSNBC-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა იპოვოს იმგვარი ბალანსი, რომ საკუთარი ეკონომიკა ძალიან არ დააზარალოს.
„თუ ჩვენ დღეს სრულად ვიტყვით უარს რუსულ ნავთობზე, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დიდი ალბათობით, შეძლებს მის გაყიდვას მსოფლიო ბაზარზე, სადაც ფასები გაიზრდება და გამოიმუშავებს უფრო მეტს“,- განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.