უნგრეთში ავარიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, ათი მძიმედ დაშავდა

უნგრეთი

 უნგრეთში ავარიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, ათი მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის თქმით, ავტობუსი, რომელშიც 57 პოლონელი პილიგრიმი და ორი მძღოლი იმყოფებოდა სალოცავიდან პოლონეთისკენ ბრუნდებოდა, როცა დაახლოებით, ღამის 01:00 საათზე გზიდან გადავარდა და გადაბრუნდა.

„ყველა სავარძელი ამოგლეჯილი იყო, ხალხი სავარძლების ქვეშ, ყველა დახმარებას ითხოვდა“, – ყვება მგზავრი, რომელიც ავარიას გადაურჩა.

პოლიციის წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ, ავტობუსის მძღოლს საჭესთან დაეძინა, ის დაკავებულია.

პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლნავროცკიმ ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა.