თაღლითობის საქმეზე დაკავებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების აღვეთის ღონისძიებაზე სასამართლო სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს

სასამართლო

 სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს, თაღლითობის საქმეზე დაკავებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების აღვეთის ღონისძიებაზე. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6 დაკავებულს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გამოძიების ინფორმაციით, ისინი თანხის სანაცვლოდ თურქეთისა და თურქმენეთის მოქალაქეებს, უკანონოდ საზღვრის გადაკვეთას, ბინადრობის ნებართვასა და პასპორტში ყალბი შტამპის დასმას ჰპირდებოდნენ. ორ სხვადასხვა საქმეზე ოპერაცია, სუსის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ჩაატარა.

„ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით. დუმილის უფლებას იყენებს ამ ეტაპისთვის“, - განაცხადა ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა შალვა ბედოშვილმა.

„ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ აქვს გადაწყვეტილი, სამომავლოდ გამოძიებასთან თანამშრომლობა, რაც ბუნებრივია დაცვის მხარეს საფუძველს მოგვცემს, რომ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით ვაწარმოოთ მოლაპარაკებები“, - აღნიშნა კიდევ ერთი ბრალდებულის ადვოკატმა არჩილ დვალიშვილმა.