უნგრეთის არჩევნებში უცხო ქვეყნის ჩარევა მიუღებელია, უნგრელმა ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი - ორბანი

 ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს, რომ უნგრეთის არჩევნებში უცხო ქვეყნის ჩარევა მიუღებელია და შემთხვევითი არ არის, უნგრელმა ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი.

მისი თქმით, ვიდრე უნგრეთს პატრიოტული მთავრობა ჰყავს, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს.

"ამ მომენტში უნგრეთში უცხოური დაზვერვის სამსახურები უზარმაზარი ძალით მოქმედებენ. ჩვენთვის უნგრეთის არჩევნები უნგრეთის მომავალს ეხება, უცხოელებისთვის კი არა. მათთვის ეს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ეხება.

ისინი თვლიან, რომ თუ ვერ შეძლებენ ამჟამინდელი პატრიოტული მთავრობის დამხობას, მაშინ უკრაინა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ევროკავშირის წევრი ვერ გახდება. მე არ დავუშვებ, რომ უნგრეთის ფული კიევში გაიგზავნოს. მათ შეუძლიათ, ამაში დარწმუნებულები იყვნენ. დასავლეთის პერსპექტივიდან, უნგრეთის არჩევნებს უზარმაზარი ფსონები აქვს, არა უნგრეთის, არამედ უკრაინის გამო. მე მსგავს რამეს ველოდი, მაგრამ ყველაფერს თავისი ზღვარი აქვს. ის, რაც აქ ხდება, ყოველგვარ ზღვარს სცილდება," - აცხადებს ორბანი.