რისი გაკეთება არ შეიძლება წითელ პარასკევს
1775764780
ამერიკაში ქართველი ემიგრანტი თეონა დიდბერიძე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი მძიმე სენს ებრძოდა. თეონას მეგობარი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„მე მომერიდა ფოტოს გადაღება... ეს ფოტო ეკლესიის გვერდმა დადო და იქედან წამოვიღე! ვიცოდი, სადაც მივდიოდი, წინასწარ ვემზადები ხოლმე ემოციურად, გასვენებაში ან პანაშვიდზე თუ მივდივარ და განსაკუთრებით იქ, სადაც ვიცი, რომ ძალიან მეტკინება! შევედი თუ არა, წამიერად ფეხები თავისით გაჩერდა, მერე მივხვდი, რომ გზა უნდა გამეგრძელებინა ყველაფრის ფასად და გავაგრძელე კიდეც, ყვავილები დავდე და დავიძარი, მაგრამ არ ვიცოდი სად მივდიოდი, ვერაფერი ვერ გავიგე, რა ხდებოდა, ბავშვობა, ნოსტალგია, ყველაფერი ერთად ამერია თავში და გონება გამეთიშა! რამდენიმე წუთი დამჭირდა იმისთვის, რომ რეალობისთვის თვალი გამესწორებინა და აღმოვჩნდი ამ საოცარი სურათის წინ, სევდა და ღიმილი ერთად ირეოდა გონებაში და ვერ გამეგო, რომელი გამომეხატა, ბოლოს ვერცერთმა ვერ სძლია, იმიტომ რომ ხალხის მოერიდა, მაგრამ რაც სათქმელია უნდა ითქვას და აქ დავწერ, თქვენთვის, იქ რა თქმა უნდა ვერავინ ვერაფერი შემამჩნია! არ ვიცი, ვინ და რამდენი ადამიანი უნდა მოვნიშნო ამ პოსტზე, მაგრამ მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ამ საოცარი დამშვიდობებისთვის, რაც თეოს მოუწყვეს, ვიღაც იფიქრებს, მეგობრები არიან, ოჯახის წევრები არიან და აბა რას იზამდნენო, მაგრამ არა, ეს იყო სიყვარულის, მეგობრობის და ღირსების გამოძახილი! ერთია იმსახურებდე, მაგრამ მეორეა, ამას სხვა ადამიანები როგორ წარმოაჩენენ და რას გააკეთებენ შენთვის ემიგრაციაში! ჩემმა ქუთაისმა და ქუთაისელმა სხვანაირი დამშვიდობება იცის, სიხარულიც სხვანაირი ვიცით და სიყვარულიც! მადლობა მეგობრებო ,,ქუთაისური პეწისთვის”. დღეს მე ამაყი და ძალიან სევდიანი ვიყავი! დღეს ამერიკა თეოს დაემშვიდობა და როგორც იქ თქვეს, თურმე ბოლოს ასე მღეროდა - უნდა გავფრინდე ჩემს ქუთაისშიო, ჰოდა, რამდენიმე საათიც და მისი თვითმფრინავი აფრინდება და თეოც გაფრინდება! დღეს, თეონა დიდბერიძეს, ამერიკის ქართული ემიგრაცია დაემშვიდობა! მშვიდობით მეგობარო! მაპატიეთ ემოციები, აქ ორმაგად და სხვანაირად გვტკივა!“, - წერს ნატატო გიორგაძე სოციალურ ქსელში.