უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთის მიერ ხარკოვზე იერიშის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა

ნკ

რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ხარკოვზე იერიშისშედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.

ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, დაღუპულებს შორის ერთი წლინახევრის გოგონაა. დაშავებულია, სულ მცირე, 17 ადამიანი, მათ შორის ექვსი ბავშვი.

ვარაუდობენ, რომ ნანგრევების ქვეშ ამ დრომდე არიან ადამიანები. ადგილზე მუშაობენ სამაშველო ჯგუფები.

სინეგუბოვის თქმით, რუსებმა ხარკოვის სამრეწველო რაიონს დაარტყეს. ერთ-ერთი დრონი კი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. სულ დაზიანდა ექვსი საცხოვრებელი კორპუსი და 15 მანქანა.