„ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე“ - ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს
1792698539
კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ უკრაინისთვის, საქართველოსთვისა და სხვა ქვეყნებისთვის დასავლური იარაღის მიწოდება კონტინენტის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს.
"თავისთავად, უკრაინასა და სხვა ქვეყნებში იარაღის, მათ შორის, მძიმე იარაღის გადატუმბვის ტენდენცია არის ის ქმედება, რომელიც საფრთხეს უქმნის კონტინენტის უსაფრთხოებას, იწვევს არასტაბილურობას", - თქვა პესკოვმა.
ცნობისთვის, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ იარაღის მიწოდება არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მოლდოვასთვის, საქართველოსთვისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის აუცილებელია .