„წარვადგენ ჩემს ქვეყანას...“ - მომღერალი ავთო აბესლამიძე ინფორმაციას ავრცელებს
1756387740
უკრაინის გენშტაბის ცნობით, უპილოტო სისტემების ძალების და დაზვერვის მთავარი სამმართველოს ქვედანაყოფებმა თავდასხმა განახორციელეს კრასნოდარის მხარეში მდებარე აფიპის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. როგორც გენშტაბში აღნიშნავენ, ეს საწარმო ჩართულია ოკუპანტების არმიის უზრუნველყოფაში ბენზინითა და დიზელით. უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ობიექტის ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.
.ასევე უკრაინის ქვედანაყოფებმა იერიში მიიტანეს კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე სამარის ოლქში. უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ ქარხნის ტერიტორიაზე აფეთქებები და ხანძარი დაფიქსირდა. ამას გარდა, გენშტაბის ცნობით, უკრაინის უპილოტო სისტემების და უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა დარტყმები განახორციელეს რუსეთის საბრძოლო მასალების საწყობებსა და რამდენიმე ლოგისტიკურ ობიექტზე, რომლებიც რუსეთის არმიის მომარაგებაში იყვნენ ჩართული. უკრაინული მხარე აღნიშნავს, რომ ობიექტები მდებარეობს როგორც რუსეთის, ისე უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
მანამდე რუსეთის ხელისუფლებაში რამდენიმე რეგიონში დრონებით იერიშების შესახებ განაცხადეს. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ცნობები ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და სარკინიგზო კვანძზე ხანძრის შესახებ.