რომელი ლოცვა აღარ იკითხება დღეიდან
1775419264
უკრაინის უზენაესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ (ВАКС) დააკმაყოფილა იუსტიციის სამინისტროს სარჩელი და სახელმწიფო ხაზინას გადასცა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის უძრავ-მოძრავი ქონება და ფული. ინფორმაციას სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს.
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ კონფისკაციას დაექვემდებარა იანუკოვიჩის ყოფილი რეზიდენცია მეჟიგორიე კიევის მახლობლად, სასტუმრო-რესტორნის კომპლექსი სუხოლუჩიეში, ბინა კიევში, ფინანსური საშუალებები ანგარიშებზე (მლნ დოლარზე მეტი), წილები საწარმოებში, ასევე, ძვირფასეულობა, რომელთა საერთო ღირებულება 18,7 მილიონ ევროს შეადგენს: ჩამონათვალშია ხატები, სურათები, ანტიკვარული ავეჯი, საათები, ლარნაკები, ხმლები, თოფები, XIX საუკუნის ზარბაზანი...
იანუკოვიჩი 2010-2014 წლებში იყო უკრაინის პრეზიდენტი. 2014 წლის თებერვალში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე, ის ქვეყნიდან გაიქცა. სწორედ ეს გახდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და დონბასში კონფლიქტის დაწყების ერთ-ერთი მთავარი საბაბი.
უკრაინაში იანუკოვიჩს ბრალად დასდეს სახელმწიფოს ღალატი და სხვა დანაშაულები. ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმის მიხედვით, მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. იანუკოვიჩი რუსეთში ცხოვრობს.
რომელი ლოცვა აღარ იკითხება დღეიდან
1775419264
ლოცვა, რომელიც ხარების დღესასწაულზე იკითხება
1775503911
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
1775502497