მთავარი ნიშნები, რომ სისხლძარღვებში საშიში თრომბი გაქვთ
1755631456
უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის მიერ კორუფციული ფაქტი გამოვლინდა.
ქრთამის აღების ფაქტზე პოლტავის ოლქში უსაფრთხოების სამსახურის სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელი, მისი ერთი თანამშრომელი და ადვოკატი გამოააშკარავეს.
უწყებების მიერ გავრცელებული ცნობით, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ადვოკატის მეშვეობით, ერთ-ერთი საწარმოს მფლობელს, რომელიც რუსეთთან თანამშრომლობაშია ეჭვმიტანილი, სისხლის სამართლებრივი დევნისგან თავის არიდების სანაცვლოდ, 110 ათას დოლარს სთხოვდნენ.
კორუფციის ფაქტი 55 ათასი დოლარის გადაცემის დროს გამოააშკარავეს.