მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
კიშინიოვის პოლიტიკასთან დაკავშირებით უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებები ხელს არ უწყობს ორმხრივ ურთიერთობებს, არამედ თესავს უთანხმოებას, – ამის შესახებ უკრაინაში მოლდოვის ელჩმა, ვალერიუ კივერიმ განაცხადა.
„მოლდოვის რესპუბლიკა უკრაინას ომის პირველივე დღეებიდან გვერდით დაუდგა კონკრეტული ქმედებებით და არა ლამაზი სიტყვებით. ამის თქმა შეუძლია ათიათასობით ლტოლვილს, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ იღებს. ემოციებსა და დამახინჯებულ რეალობაზე დაფუძნებული დეკლარაციები არ დაგვეხმარება, პირიქით, მხოლოდ უთანხმოებას გამოიწვევს. მხოლოდ ერთად ვართ ძლიერები“, – განაცხადა მოლდაველმა დიპლომატმა.
უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა „ჟურნალ ტევესთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მოლდოვა უკრაინისთვის ძალიან ცოტას აკეთებს.