1747645278
უკრაინას სჭირდება სხვების ფული, ამიტომაც სურთ ევროკავშირში შესვლა ნებისმიერ ფასად, ჩვენ არ გვსურს ისინი და არ გვინდა, რომ უნგრელი ხალხის ფული ბრიუსელის გავლით მათთან მივიდეს - ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის აზრით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს.
ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უკრაინა ომამდეც და ომის შემდეგაც დანგრეულია და მას არ შეუძლია საკუთარ ფეხზე დგომაც კი.
„მათ სჭირდებათ ფული. სხვების ფული. ამიტომაც სურთ ევროკავშირში შესვლა ნებისმიერ ფასად და დაუყოვნებლივ. მათ არ ადარდებთ ის, რომ ომს შემოიტანენ. არ ადარდებთ, რომ ფერმერები ნადგურდებიან. არ ადარდებთ, რომ უკრაინული მაფიის მსხვერპლი გავხდებით. მაგრამ ჩვენ, უნგრელებს, გვადარდებს. ჩვენ არ გვინდა მათ ომში ჩათრევა, ჩვენ არ გვსურს ისინი და არ გვინდა, რომ უნგრელი ხალხის ფული ბრიუსელის გავლით მათთან მივიდეს“, – განაცხადა ორბანმა.