საბურთალოზე მოძრაობის წესი შეიცვალა - თბილისის მერია დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს
1788684420
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას კურილის კუნძულების იაპონიის ტერიტორიად აღიარების შესახებ.
„დღეს მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - სამართლიანი, იურიდიულად წუნდაუდებელი, ისტორიული.
უკრაინამ კიდევ ერთხელ დაადასტურა იაპონიის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემა, მათ შორის მისი ჩრდილოეთ ტერიტორიების მიმართ, რომელიც ჯერ კიდევ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ არის.
დღეს ხელი მოვაწერე შესაბამის განკარგულებას. ყველას მოვუწოდებთ, მსგავსი გადაწყვეტილება მიიღონ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.