რას წერს მტკვარში მანქანის გადავარდნის დროს გადარჩენილი ბიჭი
1747339192
უკრაინა არასდროს აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთად, ეს ჩვენი მიწაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ყველა დისკუსიაში ჩვენ იურიდიულად არ ვაღიარებთ ჩვენს დროებით ოკუპირებულ არცერთ ტერიტორიას, როგორც რუსულს. ამას ხაზს ვუსვამ და ეს ჩემი ურყევი პოზიციაა. ეს უკრაინის მიწაა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
რუსეთმა არაერთხელ მოითხოვა, რომ უკრაინის ოთხი რეგიონი, რომლებიც ამჟამად მისი ნაწილობრივი კონტროლის ქვეშაა, ასევე ყირიმის ნახევარკუნძული, რომელიც მოსკოვმა უკანონოდ მიიერთა 2014 წელს, რუსეთის ნაწილად იქნეს აღიარებული. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ წარსულში მიანიშნა, რომ უკრაინამ, შესაძლოა, ვერ შეძლოს ომამდელი ტერიტორიის სრულად დაბრუნება.