თურქული მედია: ერდოღანი უახლოეს დღეებში კიევში ჩავა

ერდოღანი

 თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი უახლოესი დღეებში უკრაინაში ჩასვლის შესაძლებლობას განიხილავს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

დიპლომატიურ წრეებზე დაყრდნობით თურქული მედია წერს, რომ ერდოღანი კიევში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიწვია.

ერდოღანი და ზელენსკი, სავარაუდოდ, კიევში თავისუფალი ვაჭრობისა და უკრაინაში მშვიდობის დამყარების თემებს განიხილავენ.

ერდოღანის ვიზიტი უკრაინაში აგრეთვე დაადასტურა უკრაინის ელჩმა ანკარაში, ნარიმან ჯელალოვმა. უკრაინულ მედიასთან საუბარში მან აღნიშნა, რომ ვიზიტს განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდება, რადგან „არც თუ ისე ცოტა საკითხია, რომელიც მის განხორციელებას ხელს უშლის“.