15 წლის შემდეგ ეყოლა ოჯახს შვილი და დააქციეს... - ავარიის დროს დაღუპულ 3 წლის ბავშვს გლოვობენ
1753560095
თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 37 000-ს გადააჭარბა. თურქეთის სტიქიური უბედურების ლიკვიდაციის სამმართველოს მონაცემებით, ქვეყანაში 31 700-მდე ადამიანი დაიღუპა.
სირიაში მსხვერპლის სტატისტიკას გაერო აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც სტიქიამ იქ 6 000-მდე მოქალაქე იმსხვერპლა. სავარაუდოდ ეს სტატისტიკა საბოლოო არ არის. ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა გაორმადგეს. შეიძლება თქვას, რომ გადარჩენილთა მიგნების ოპერაცია უკვე აღარ ტარდება და მაშველეები გაწმენდით სამუშაოებს შეუდგნენ.
თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრები 6 თებერვალს მოხდა.
სტიქიის შედეგად საქართველოს 5 მოქალაქე გარდაიცვალა.