ცნობილია, ვინ გათავისუფლდება ტრანსპორტის მართვის უფლების შეჩერებისგან, ერთჯერადად
1765867051
თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, რომელიც შავი ზღვიდან ქვეყნის ტერიტორიის სიღრმეში მიფრინავდა. ინფორმაციას თურქული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მათ „საჰაერო კვალი“ შავი ზღვის თავზე აღმოაჩინეს, რომელიც თურქეთის საჰაერო სივრცისკენ მიემართებოდა. მოხდა აღნიშნული „საჰაერო კვალის“ მონიტორინგი.
„საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჰაერში ჩვენი F-16 ტიპის გამანადგურებლები ავიყვანეთ, რომლებსაც ნატო და ეროვნული ძალები აკონტროლებენ“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოგვიანებით, თურქულმა მხარემ დაადგინა, რომ უპილოტო საფრენ აპარატს კონტროლი ჰქონდა დაკარგული. ის უსაფრთხო ზონაში, დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით ჩამოაგდეს. დრონის იდენტიფიკაცია მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც მის ნაწილებს იპოვიან და შეისწავლიან.