რატი იონათამიშვილი: სტრასბურგის სასამართლოს მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი არის კარგი ინდიკატორი იმისთვის, რომ რეალურად დადასტურდეს როგორი აცდენილია ევროპულ ღირებულებებს ევროპული ბიუროკრატია

რატი იონათამიშვილი

ეს [გადაწყვეტილება] არის კარგი ინდიკატორი იმისთვის, რომ რეალურად დადასტურდეს როგორი აცდენილია ევროპულ ღირებულებებს ევროპული ბიუროკრატია დღეს, ვინაიდან ევროპული სასამართლო სწორედ ამ ღირებულებებზე დაფუძნდა თავის დროზე, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა „ქრონიკასთან“.

დეპუტატი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს გამოეხმაურა.

„ფაქტია, რომ ევროკავშირის სანქციების პოლიტიკა ვერ უძლებს სტრასბურგის სასამართლოს ტესტს. ეს [გადაწყვეტილება] არის კარგი ინდიკატორი იმისთვის, რომ რეალურად დადასტურდეს როგორი აცდენილია ევროპულ ღირებულებებს ევროპული ბიუროკრატია დღეს, ვინაიდან ევროპული სასამართლო სწორედ ამ ღირებულებებზე დაფუძნდა თავის დროზე. ვხედავთ, რომ ამ სასამართლოს გადაწყვეტილებები არაფრად მიაჩნია ევრობიუროკრატიას. ამის მაგალითები საქართველოსთან დაკავშირებითაც ძალიან ცხადად ჩანს. აქედან გამომდინარე, უკვე ერთგვარ ტრადიციად იქცა, როდესაც ევრობიუროკრატია პირდაპირ შეურაცხყოფს ევროპული სასამართლოს სტანდარტებს“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.