7 რამ, რაც ბავშვებს გენეტიკურად მხოლოდ მამისგან გადაეცემათ
1792699875
თურქეთის ისკენდერუნის პორტში ძლიერი ხანძარია.
BBC-ის ცნობით, ხანძრის გამო, მიწისძვრის სტიქიის ზონისკენ მიმავალი გემები სხვა პორტებისკენ გადაამისამართეს.
ისკენდერუნის პორტი, რომელიც გაზიანთეპიდან სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 110 კილომეტრში მდებარეობს, უკვე მეორე დღეა, იწვის. გავრცელებული ცნობით, მიწისძვრების შემდეგ, გემებიდან კონტეინერები ჩამოიშალა და ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
პორტის ხანძრის გარდა, რეგიონში დაზიანებულია გზები და აეროპორტები.