ცოლ-ქმარმა, 75-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ოჯახის სიმყარის საიდუმლო გაამხილა

მოხუცი

აშშ-ის მცხოვრებლებმა ჯეიმს და ჯულია ამბროუზებმა გაამხილეს საიდუმლო, რომელიც მათ უკვე 75 წელია ერთად ყოფნაში ეხმარება. წყვილის ისტორიის შესახებ CBS News-მა დაწერა.

მეუღლეებმა, რომლებიც უკვე 90 წელს გადაცილებულები არიან, ქორწინების მორიგი იუბილე აღნიშნეს. მტკიცე ქორწინების მთავარ საიდუმლოდ კი ცოლ-ქმარმა შერიგების უნარი დაასახელა. ჯეიმსისა და ჯულიას თქმით, ისინი არასოდეს იძინებენ, სანამ კონფლიქტს არ მოაგვარებენ.

წყვილს 4 შვილი, 12 შვილიშვილი, 21 შვილთაშვილი და ორი შვილთაშვილის შვილი ჰყავთ.