„წინა დღეს იუბილარი იყო...“ - ცნობილი თურქი მსახიობი 35 წლის ასაკში გარდაიცვალა

თურქი მსახიობი

ცნობილი თურქი მსახიობი, სერიალ „შერბეთის“ ვარსკვლავი, ეჯე ირთემი, 35 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

მსახიობი დღეს დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. 

პირველადი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება.

ეჯე ირთემი 1991 წლის 14 ივნისს, თურქეთის ქალაქ სივასში დაიბადა.

მსახიობმა კარიერა 2014 წელს დაიწყო და მონაწილეობა მიიღო არაერთ პოპულარულ თურქულ პროექტში.