ტრამპმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, ირანი შეწყვეტს ურანის გამდიდრებას და უარს იტყვის ბირთვული იარაღის შექმნის ყოველგვარ მცდელობაზე

 ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია - ირანი შეწყვეტს ურანის გამდიდრებას და უარს იტყვის ბირთვული იარაღის შექმნის ყოველგვარ მცდელობაზე.

„100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ისინი გაჩერდებიან“, - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების დროს ის უშუალოდ იყო ჩართული ირანელ მაღალჩინოსნებთან კონტაქტში.

„მე მათთან მაქვს საქმე“, - თქვა ტრამპმა. - „მათ თქვეს, რომ ჩვენ მივიღებთ ‘მტვერს’. მე მას ‘ბირთვულ მტვერს’ ვუწოდებ, რადგან ეს შესაფერისი სახელია. და ჩვენ მას მივიღებთ“.

პრეზიდენტმა ასევე დაამატა, რომ აშშ-ს არ სჭირდება შეთანხმებისკენ სწრაფვა და აჩქარება.

„ჩვენ არაფერს დავაჩქარებთ, ჩვენ ბლოკადა გვაქვს დაწესებული“, - განაცხადა ტრამპმა.