ტრამპმა გააფრთხილა რუსეთი, რომ შესაძლოა ძალიან დიდი შედეგები დადგეს, თუ უკრაინაში ომს არ შეაჩერებს

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააფრთხილა რუსეთი, რომ შესაძლოა „ძალიან დიდი შედეგები“ დადგეს, თუ უკრაინაში ომს არ შეაჩერებს.

მისი თქმით, „ძალიან მკაცრად ჩაერევა“, თუ ბრძოლის დასასრულებლად შეთანხმება უახლოესი ორი კვირის განმავლობაში არ შედგება.

„შესაძლოა, ძალიან დიდი შედეგები დადგეს, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება. შესაძლოა, ძალიან დიდი შედეგები იყოს, რადგან ეს ისეთი რამეა, რაც უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„ვნახავთ, რა მოხდება მომდევნო ერთი-ორი კვირის განმავლობაში, რის შემდეგაც მე ძალიან მკაცრად ჩავერევი. თუ ჩემი იქ ყოფნა საჭირო იქნება, მე იქ ვიქნები და ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან არა“, - დასძინა მან.