„თუ ამას გააკეთებთ, სიმსივნე არასდროს დაგემართებათ" - ექიმ მარინე ძაგნიძის ვიდეომიმართვა
1779047596
დონალდ ტრამპმა პარასკევს განაცხადა, რომ მან უარი თქვა პირდაპირ ეპასუხა სი ძინპინისთვის კითხვაზე, დაიცავდა თუ არა აშშ ტაივანს, თუ ჩინეთი მას თავს დაესხმებოდა.
„ეს კითხვა დღეს დამისვეს“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე.
„ეს კითხვა დღეს პრეზიდენტმა სიმ დამისვა. მე ვუთხარი, რომ ამ თემაზე არ ვსაუბრობ“, - თქვა პრეზიდენტმა. ტრამპის ეს კომენტარი მოჰყვა ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, დაიცავდა თუ არა აშშ ტაივანს ჩინეთის შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში.
„არ მინდა ამის თქმა“, - უპასუხა ტრამპმა.
„არსებობს მხოლოდ ერთი ადამიანი, ვინც ეს იცის. იცით, ვინ არის? მე. მე ვარ ერთადერთი ადამიანი“, - თქვა მან და იქვე აღნიშნა, რომ სიმ მას ცოტა ხნით ადრე ზუსტად იგივე კითხვა დაუსვა.