ტრამპი უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში, აშშ-ის ჯარების უკრაინაში გაგზავნას არ გამორიცხავს

დონალდ ტრამპი

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, არ გამორიცხა აშშ-ის ჯარების უკრაინაში გაგზავნა პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების მხარდასაჭერად, - ამის შესახებ CNN-ი წერს.

„შესაძლოა, დღესვე შეგატყობინოთ“, - თქვა ტრამპმა.

როგორც CNN-ი, წერს, ტრამპის მზადყოფნამ, დაუშვას აშშ-ის ჯარების უკრაინაში შეყვანა, შეიძლება სიტუაცია მნიშვნელოვნად შეცვალოს, რადგან უკრაინა რუსეთთან ნებისმიერი შესაძლო სამშვიდობო შეთანხმებისთვის, უსაფრთხოების გარანტიებს კრიტიკულად მნიშვნელოვნად თვლის.

ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპა მშვიდობის უზრუნველყოფაში ინიციატივას აიღებს, მაგრამ აშშ ჩაერთვება.

" ევროპა თავდაცვის პირველი ხაზია, რადგან ისინი იქ არიან, მაგრამ ჩვენ დავეხმარებით მათ. და ჩვენ ჩავერთვებით“, - თქვა ტრამპმა.