ტრამპი რუსეთს ურჩევს ახალი რაკეტის გამოცდის ნაცვლად ომის დასრულებაზე იფიქროს

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთმა ახალი რაკეტის გამოცდის ნაცვლად უკრაინაში ომის დასრულებაზე უნდა იფიქროს.

„მათ იციან, რომ ჩვენ გვყავს მსოფლიოში ყველაზე დიდი წყალქვეშა ნავი, რომელიც მათ ნაპირთან დგას. შესაბამისად, მას 8 ათასი მილის გავლა არ მოუწევს. ისინი [რუსები] არ თამაშობენ. ჩვენც მათ არ ვეთამაშებით. ჩვენ მუდმივად ვცდით ახალ რაკეტებს. მან [პუტინმა] ომი უნდა დაასრულოს, რომელიც ერთი კვირა უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ მეოთხე წელია გრძელდება. ის ზუსტად ამით უნდა დაკავდეს, რაკეტების გამოცდის ნაცვლად მან“, - თქვა ტრამპმა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთმა წარმატებით გამოცადა ბირთვული ძრავითა და ბირთვული იარაღის შესაძლებლობით აღჭურვილი ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი“. „ბურევესტნიკი“ აღჭურვილია ძრავაში ჩაშენებული მცირე ბირთვული რეაქტორით, რაც მას თეორიულად საშუალებას აძლევს ჰაერში დღეების განმავლობაში დარჩეს.